Nasa ტომ კრუზთან ერთად კოსმოსში პირველ ფილმს გადაიღებს - ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ დადასტურდა.
ფილმთან დაკავშირებით ჯერჯერობით დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ, გადაღებები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე შედგება.
პროექტში ჩართულია ელონ მასკის SpaceX-იც, რომელიც ორ ამერიკელი ასტრონომის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
ცნობები ფილმის შესახებ Nasa-ს ადმინისტრატორმა, ჯიმ ბრიდენსტინმა დაადასტურა.
"Nasa მოხარულია ტომ კრუზთან მუშაობით კოსმოსში ფილმის გადაღებისთვის. ჩვენ გვჭირდება პოპულარულმა მედიამ შთააგონოს ახალი თაობის მეცნიერებსა და ინჟინერებს, რომ Nasa-ს ამბიციური გეგმები რეალობად იქცეს", - წერს ჯიმ ბრიდენსტინი.