დაპირისპირება ყინწვისის მონასტერში

მიტროპოლიტი ანდრია ყინწვისზე: თუ ყოველივე სინამდვილეა, გულწრფელად თანავუგრძნობ მეუფე იობს

მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა

გორის და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ ყინწვისში მომხდარი დაპირისპირების გამო მწუხარება გამოთქვა და მიტროპოლიტ იობს თანაგრძნობა გამოუცხადა. 

"გულწრფელად თანავუგრძნობ მეუფე იობს თუ ყოველივე ეს არის სინამდვილე. სამწუხაროა, რომ მისი ეპარქიის ზოგიერთმა სასულიერო პირმა არ გამოიჩინა სამღვდელო პირისათვის შესაბამისი ცხოვრების წესი, სულიერება, არ გაუფრთხილდა ეკლესიას, თავის მღვდელმთავარს და თქვენს [ ჟურნალისტების] პირში ჩააგდო მეუფე იობი", - ამბობს მიტროპოლიტი ანდრია. 

---------------------

მამა დავით (კობა) კობაიძე განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან არქიმანდრიტ საბა ჟღენტის მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 29 აპრილს შეუფარდეს.

მედიასთან საუბრისას სასულიერო პირები ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებას პირველივე დღიდან უარყოფდნენ, მათ შორის დაზარალებული არქიმანდრიტიც

30 აპრილს, რუის-ურბნისის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ინციდენტი არც ყინწვისის ტერიტორიაზე მომხდარა და არც ზოგადად რუის-ურბნისის ეპარქიაში. ეპარქია ასევე წერს, რომ ბრალდებული იღუმენი დავითი ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არ არის და არც არასდროს ყოფილა.

3 მაისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ თქვა, რომ დაპირისპირების ამბავს საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია განიხილავს და გადაწყვეტს, გადასცეს თუ არა ის განსახილველად სინოდს.

ასევე, 3 მაისს, ყინწვისის მამათა მონასტერში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობი და თქვა, რომ "გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი". მანვე აღნიშნა, რომ საკითხი სინოდის განსახილველი არ არის  - "მე ეგ უკვე განვიხილე, მღვდელმოქმედება ავუკრძალე მამა დავითს. აი, ეს არის სასჯელი".

კომენტარები