დაპირისპირება ყინწვისის მონასტერში

გიორგი ანდრიაძე ყინწვისზე: მოძღვრების მიზანი, ალბათ, გაშველება იყო

კონფლიქტი რომ ნამდვილად იყო, ამას ყველანი მოწმობენ, მაგრამ ეს იყო საერო პირებს შორის, მოძღვრების მიზანი, ალბათ, გაშველება იყო. მე მეტი არაფერი ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრი პასუხისგაუცემელი კითხვაა. მთავარი არის ის, რომ მერვე დღეს იჭერენ პიროვნებას და იჭერენ არა სადმე მთაში და ტყეში, არამედ, ის კაცი არსად არ იმალებოდა...

[თუ დაფარა] ხოდა, ვინ დაფარა? მე ამ მთავრობის ის არა ვარ, ადვოკატი, პირიქით, მისი ბრალია ყველაფერი, რაც ხდება, რატომ დაიფარა, მერე? რატომ დროზე არ ხდება გამოძიება? მაგრამ მერვე დღეს რომ იჭერენ ადამიანს და ამდენი პასუხისმგაუცემელი კითხვაა, ამაშია საქმე, არის ის მღვდელი დამნაშავე საერთოდ?

საპატრიარქოს ფონდის მმართველი საბჭოს წევრი, გიორგი ანდრიაძე, ყინწვისში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაზე ამბობს, რომ "არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია". მან TV პირველის ეთერში თქვა, რომ საქმესთან დაკავშირებით "უამრავი გაუგებრობაა" და მისი მიზანი ეკლესიის ავტორიტეტის შელახვაა. მამა დავით (კობა) კობაიძე განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან არქიმანდრიტ საბა ჟღენტის მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 29 აპრილს შეუფარდეს

კომენტარები