კორონავირუსი საქართველოში

ბავშვები, რომლებსაც Covid19 ზუგდიდის ინფექციურში დაუდასტურდათ, ბოჭორიშვილის კლინიკაში მოათავსეს

რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის კლინიკის სამელთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 84 პაციენტი მკურნალობს. მათგან 69-ს დადასტურებული აქვს კორონავირუსი, 19 პაციენტი კი 18 წლამდე ასაკის მოზარდია.

სოლოღაშვილის თქმით, კლინიკას დაემატა 3 ახალი პაციენტი, აქედან 2 არის ბავშვი, ერთი კი მოზრდილი. მისივე ცნობით, სამივეს მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პაციენტები ზუგდიდის კარანტინიდან გადმოიყვანეს, თუმცა ისინი თეთრიწყაროს კლასტერს განეკუთვნებიან. 

"ეს არის თეთრიწყაროს კლასტერი. ზუგდიდში იყო კარანტინი, მაგრამ კარანტინის ზონა არ ითვლება ახალ კლასტერად", - აღნიშნა სოლოღაშვილმა. 

მისი ინფორმაციით, ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციაში, 10 პაციენტის მდგომარეობა კი საყურადღებოა. 

საქართველოში კორონავირუსის 610 დადასტურებული შემთხვევაა, აქენ 269 გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები