ჩვენ არ ვსაუბრობთ თბილისის უბნებზე და არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე, თუმცა ეს არის ტერმინი, რომელსაც ჩვენც ვიყენებთ ეპიდსიტუაციის აღწერისთვის. რეალურად, რომ დავაკვირდეთ იმ მონაცემებს, რომელიც გვაქვს ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე, გვაქვს გარკვეული ტეხილი და შეგვიძლია შემოვიტანოთ ახალი ტერმინი, რომელიც ყოველ დღე აღნიშნავს მნიშვნელოვნად განსხვავებულ რიცხვებს.
თუმცა, ამ მიმართულებით, გვაქვს კარგი დინამიკა - რომ ორი კვირის წინ დაინფიცირებული ადამიანების [რაოდენობის] მნიშვნელოვან ზრდას ვაკვირდებოდით, რაც დღესდღეობით, იკლებს. თუმცა, ამ კლების პროცესში, გვაქვს ისეთი დღეები, როდესაც არის გარკვეული ნახტომი და ჩვენ გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც 20-27 ინფიცირებული გვყავს 1 დღის განმავლობაში.





