კორონავირუსი რუსეთში

რუსეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით ინფიცირების 10 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Maxim Shemetov/Reuters

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ინფიცირების 10 102 ახალი შემთხვევა ადასტურდა. მესამე დღეა, რუსეთში  COVID-19-ით ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 10 ათასს აღემატება.  

ვირუსს ერთ დღეში კიდევ 95 ადამიანი ემსხვერპლა. ჯამში, კორონავირუსით გარდაცვალების 1 451 შემთხვევაა დადასტურებული.  

რუსეთში ინფიცირების 155 370 შემთხვევაა გამოვლენილი. ქვეყანა ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეშვიდეა - ქვეყანამ ამ მაჩვენებლით ჩინეთს, ირანსა და თურქეთს გასულ კვირას გაუსწრო. 

კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთის პრემიერმინისტრს, მიხაილ მიშუსტინსაც. ოფიციალურად ის ქვეყნის კორონავირუსთან ბრძოლას უძღვებოდა.

კომენტარები