2020 წელს გარდაცვლილები

30 წლის ასაკში მომღერალი ქეიდი გროვსი გარდაიცვალა

Glob Intel

30 წლის ასაკში, ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი ქეიდი გროვსი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზის შესახებ მისმა ძმამ ისაუბრა:

"არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ინტერნეტში არ წყდება სპეცკულაციები ჩემი დის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით. გაკვეთის დასკვნაში ნათლად ჩანს, რომ მიზეზი რც ნარკოტიკულ საშუალებებია, არც თვითმკვლელობა. მისი სიკვდილის მიზეზი იყო ბუნებრივი, ქეიდის შარშანაც ჰქონდა ჯანმრთელობასთან პრობლემები."

ქეიდი გროვსი მუსიკალურ სცენაზე 2009 წელს გამოჩნდა. მის ცნობილ ჰიტებს შორის არის სიმღერები The Little Girl, Oh Darlin, Forget You, Love Actually. ქმნიდა მუსიკას პოპისა და ქანთრის ჟანრში. კარიერის განმავლობაში გამოუშვა 4 მინი-ალბომი. 

Oil and Water მის მიერ გამოშვებული უკანასკნელი კომპოზიცია იყო.
 

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=176&v=_rFrvox0p9U]

კომენტარები