კორონავირუსი აშშ-ში

ტრამპი: დარწმუნებულები ვართ, რომ კორონავირუსის ვაქცინა წლის ბოლომდე გვექნება

დონალდ ტრამპი
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ისაუბრა. "დარწმუნებულები ვართ, რომ ვაქცინა წლის ბოლომდე გვექნება",- თქვა ტრამპმა.

მან Johnson & Johnson-ის და მსგავსი კომპანიების წარმატება გამოყო."ჩემი აზრით, ბევრი კომპანია არის ამასთან ახლოს",- თქვა მან.

ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი კომპანია მუშაობს.

"ექიმები მეტყვიან - "ეს არ უნდა თქვა", მაგრამ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ", - დაამატა ტრამპმა.

მიუხედავად ტრამპის განცხადებისა, ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვაქცინის დამზადებას, აუცილებელი ტესტების ჩატარებას და წარმოებას 12-დან 18 თვემდე დასჭირდება. აშშ-ის ინფეცქიური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ თქვა, რომ ვაქცინის დამზადების და წარმოებაში გაშვების პროცესს მინიმუმ 1-1.5 წელი სჭირდება.

აშშ-ში ახალი კორონავირუსი ბოლო მონაცემებით სულ 1,188,385 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 68,600, გამოჯანმრთელდა 178,594.

კომენტარები