ახალი კორონავირუსი რუსეთში

რუსეთში დღე-ღამეში COVID 19-ით ინფიცირების 8 000-მდე ახალი შემთხვევა აღირიცხა

Maxim Shemetov/Reuters

რუსეთში, გასულ 24 საათში, ახალი კორონავირუსის 7 933 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ვირუსული ინფექციის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში აღრიცხული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამ მონაცემის დამატებით, COVID 19-ით რუსეთში ჯამში 114 431 პირი დაინფიცირდა, აქედან 1 169 გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულია 13 220 ადამიანი.

ცნობისთვის, გუშინ, 30 აპრილს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრემიერმინისტრს მიხაილ მიშუსტინს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. მიშუსტინი პრემიერმინისტრად მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა. ოფიციალურად ის ქვეყნის კორონავირუსთან ბრძოლას უძღვებოდა.

კომენტარები