Oasis

ნოელ გალაჰერმა OASIS-ის დაკარგული ტრეკი გამოაქვეყნა

Today FM

ინგლისელმა მუსიკოსმა, ბენდის Oasis დამფუძნებელმა და ძირითადმა წევრმა, ნოელ გალაჰერმა, ჯგუფის ძველი ტრეკი იპოვა, რომელიც აქამდე ბენდის წევრებს დაკარგული ეგონათ.

"ისევე, როგორც მთელ სამყაროს, უამრავი დრო მაქვს. გადავწყვიტე, მენახა, რა არის ჩაწერილი იმ ათასობით დისკებზე, რომლებიც სახლში, ყუთებში მიწყვია. ერთ-ერთ დისკზე სიმღერა ვიპოვე, რომელიც ყველას დაკარგული გვეგონა,"-წერს სოციალურ ქსელში გალაჰერი.

ხელახლა აღმოჩენილი კომპოზიცია Don't Stop არც ერთ სტუდიურ ალბომში არ არის, თუმცა თაყვანისმცემლებისთვის ნაცნობია - ბენდის წევრებმა სიმღერა რამდენჯერმე ცოცხლად შეასრულეს.

 

კომენტარები