ითან ჰოუქი

ითან ჰოუქმა შვილის მუსიკალური ვიდეო გადაიღო

Celebrity Insider

თვითიზოლაციაში მყოფმა ამერიკელმა მსახიობმა ითან ჰოუქმა შვილის - მაიას - მუსიკალური ვიდეო გადაიღო.

ოთხწუთიანი ვიდეო უწყვეტი კადრით არის გადაღებული. სიმღერა Coverage მაია ჰოუქმა თავად დაწერა. ახალი კომპოზიცია მომავალ ალბომში შევა, რომელიც მიმდინარე წლის 19 ივნისს გამოვა.

ითან ჰოუქისა და უმა თურმანის შვილმა სახელი "უცნაური ამბების" მესამე სეზონით გაითქვა. მან ასევე მცირე როლი შეასრულა კვენტინ ტარანტინოს უკანასკნელ ფილმში "ერთხელ ჰოლივუდში".

კომენტარები