ცერცვაძე: გვაქვს იმედი, რომ რემდესივირს ერთ-ერთი პირველები მივიღებთ

იმის გამო, რომ ჩვენთან ძალიან ცოტა ინფიცირებულია და კიდევ უფრო ცოტა გარდაცვლილი, ამ რიგში უშანსოდ ვიქნებოდით, რადგან ჯერ, ბუნებრივია, იმ ქვეყნებს დააკმაყოფილებდნენ, სადაც ბევრი გარდაცვლილი და ინფიცირებულია.

მაგრამ ჩვენს მთავრობას ერთი პრივილეგია აქვს - ფარმაცევტული კომპანია გილეადი საქართველოს C ჰეტატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის მედიკამენტებს აწვდის. საერთოდ, დიდ პატივს სცემს ეს კომპანია საქართველოსა და მის ჯანდაცვას, ვინაიდან ერთად ვაკეთებთ C ჰეპატიტის ელიმინაციას.

ჩვენმა ხელმძღვანელობამ ისარგებლა ამ პრივილეგიით და უშუალოდ მიმართა კომპანიას, გაითვალისწინოს საქართველოსთან მისი თანამშრომლობის წარმატებული ისტორია და მისცეს პრეპარატი რემდესივირი. არის იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მას მიიღებს და თუ დღევანდელი იმედები გამართლდა, ამით საქართველო კიდევ უფრო დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ.

თქვა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, საქართველოში ახალი კორონავირუსის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები