კორონავირუსი რუსეთში

რუსეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით ინფიცირების 7 099 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Maxim Shemetov/Reuters

რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 7 099 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ქვეყანაში ერთ დღეში აღრიცხულ შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსეთის ყველა, 85 რეგიონში COVID-19-ის შემთხვევა პირველად გამოვლინდა. გასულ კვირას რუსეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობით ჩინეთსა და ირანს გაუსწრო. ის დაინფიცირებულთა აღრიცხული რაოდენობით მსოფლიოში მე-8 ქვეყანაა. 

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 106 498 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 1 073 ადამიანი გარდაიცვალა - 101 ბოლო 24 საათში. ვირუსისგან 11 619 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები