კორონავირუსი საქართველოში

მარეხი ბექაია: კლინიკაში მკურნალობენ საშუალო და მსუბუქი პაციენტები, მძიმე პაციენტი არ გვყავს

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარეხი ბექაიას თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები არიან მოთავსებული, ხოლო მძიმე პაციენტი არ ჰყავთ. 

ბექაიას ინფორმაციით, თბილისის ზღვის ჰოსპიტალის მედპერსონალიდან საკარანტინე ზონაში 27 ადამიანი იმყოფება. 

"ამ დროისთვის კლინიკაში 44 ინფიცირებულია მოთავსებული. მათი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა, მძიმე პაციენტები არ გვყავს. გუშინ გაეწერა 38 პაციენტი და ამდენივე მივიღეთ. დღეს დილით დაწყებულია საკარანტინე ზონაში გადაყვანილი პირველი ცვლის ადამანიანებთან ტესტირება. ტესტირება უტარდება როგორც პერსონალს, ასევე პაციენტებს. მედპერსონალი, ვინც ცვლაშია და ხვალ ჩაანაცვლებს, მათაც თავიდან ჩაუტარდებათ. ჩვენი პერსონალიდან საკარანტინე ზონაშია 27 ადამიანია",- ამბობს მარეხი ბექაია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 517 შემთხვევაა დადასტურებული. 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმში 5 153 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 549. 

კომენტარები