ახალი კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: 1 პაციენტი დღეს გაეწერება, მოგვიანებით კლინიკას, სავარაუდოდ, 15-16 პირი დატოვებს

რადიო თავისუფლება

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 86 პაციენტი მკურნალობს. მათგან 1 - დღეს გაეწერება.

ლევან რატიანის თქმით, ელოდებიან კიდევ რამდენიმე პაციენტის ანალიზის შედეგებს და 15 ან 16 პაციენტი კლინიკას დატოვებს.

რაც შეეხება სხვებს:

რეანიმაციაშია 8 პაციენტი.

ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ რატიანი იმედოვნებს, რომ მისი სასიცოცხლო პარამეტრები გაუმჯობესდება.

არც ერთ დანარჩენ პაციენტთან გართულება არ ვლინდება.

რატიანმა ასევე თქვა, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებს PCR ტესტირება ჩაუტარდათ და არც ერთ მათგანს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

28 აპრილის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 511 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 156 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 - გარდაიცვალა

კომენტარები