შიმშილის თამაშები

შიმშილის თამაშების ახალი ნაწილის დეტალები ცნობილია

Elle

კინოსტუდია Lionsgate შიმშილის თამაშების პრიქველზე მუშაობას იწყებს.

ფილმი ორიგინალი ტრილოგიის ავტორის სიუზენ კოლინსის რომანს The Ballad of Songbirds and Snakes დაეფუძნება, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის მაისში გამოვა. ადაპტირებულ სცენარზე ოსკაროსანი მაიკლ არნდტი იმუშავებს. რეჟისორის სკამს კვლავ ფრენსის ლოურენსი დაიკავებს.

ახალი ნაწილის მოქმედება ტრილოგიის ამბებამდე 64 წლით ადრე განვითარდება. მთავარი გმირი ორიგინალი ტრილოგიის მთავარი ბოროტმოქმედი, კორილიან სნოუა. მე-12 უბნის მაცხოვრებელი, 18 წლის სნოუ რიგით მეათე შიმშილის თამაშების მენტორია. წიგნი მისი კარიერული აღმასვლის და საბოლოოდ პანემის სახელმწიფოს მეთაურად გახდომის ამბავს აღწერს.

სამსახიობო შემადგენლობა და გამოსვლის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. ასაკოვანი სნოუ ტრილოგიაში მსახიობმა დონალდ საზერლენდმა განასახიერა.

კომენტარები