One World: Together at Home

Rolling Stones-ის, ბილი აილიშის, ლედი გაგას და სხვა მუსიკოსების ონლაინ კონცერტი მიმდინარეობს [Video]

მოძრაობა Global Citizen და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ონლაინ კონცერტს One World: Together at Home მართავს, რომელშიც 100-ზე მეტი ვარსკვლავი იღებს მონაწილეობას. ღონისძიების ჰედლაინერები Rolling Stones, ბილი აილიში, ელტონ ჯონი და ლედი გაგა არიან.

ექვს საათიან კონცერტს ამერიკელი ტელეწამყვანები სტივენ კოლბერტი, ჯიმი ფელონი, ჯიმი კიმელი და ოპრა უინფრი უძღვებიან. არტისტები შოუში დისტანციურად მონაწილეობენ. კონცერტი კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ სამედიცინო პერსონალს ეძღვნება.

კომენტარები