კორონავირუსი საქართველოში

ბასილ კობახიძე: თუ მღვდლები გვხოცავენ, უნდა შეიქმნას სახალხო რაზმები

თუ მღვდლები გვხოცავენ, თუ არ იცავს ხელისუფლება ჩვენს სიცოცხლეს, მაშინ ცხვრები ვართ, ასე გამოდის. ასე არ იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები, ნორმალური საზოგადოება არ იქცევა ასე. უნდა შეიქმნას სახალხო რაზმები, რომ დავიცვათ თავი. ამ რაზმებმა უნდა დააპატიმრონ ეს მღვდლები, პატრულირება უნდა მოახდინონ ქუჩებში. პოლიცია, მგონი დაეხმარება. ჩვენი პოლიცია არ არის ბოლომდე გადარეული.  

ახლა საჭიროა სასტიკი კარანტინი. ძალიან ცდებიან ის ეპიდემიოლოგები, რომლებიც მარტო რეკომენდაციებს იძლევიან და ვიშვიშებენ. ახლა შეტევაზე გადასვლაა საჭირო. სახალხო რაზმებმა უნდა დაამყარონ წესრიგი, მამაკაცებმა, ახალგაზრდებმა თუ ძველგაზრდებმა უნდა აიღონ ეს თავის თავზე, რომ გადარჩეს ერი. პოლიციასთან ერთად მღვდლები ყველანი უნდა დააპატიმრონ, დაკეტონ ეკლესიები, თავშეყრის ადგილები, ციხეში ყველა მღვდელი პატრიარქის თამადობთ. უნდა აიძულონ მთავრობა, რომ შეასრულოს თავისი მოვალეობა.

ამბობს თეოლოგი, ბასილ კობახიძე.

კომენტარები