ბრაიან დენეჰი

მსახიობი ბრაიან დენეჰი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

Getty Images

სასცენო და საეკრანო ვეტერანი მსახიობი, ბრაიან დენეჰი, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დენეჰი კონექტიკუტში, ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა.

"დამძიმებული გულებით გაცნობებთ, რომ მამაჩვენი, ბრაიან დენეჰი გასულ ღამეს ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა. ცხოვრებაზე უფრო დიდი, ამაყი და თავდადებული მამა და ბაბუა. ის თავის ცოლის, ოჯახისა და მეგობრების მიერ მონატრებული იქნება", - წერს მსახიობის შვილი Twitter-ზე.

ბრაიან დენეჰი თავისი კარიერის განმავლობაში Tony Award-ის ორგზის გამარჯვებულია. მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიც არის - "First Blood", "Silverado", "Cocoon".

კომენტარები