კორონავირუსი

ტიკარაძე ზიარების კოვზით შესაძლო დაინფიცირებაზე: ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს

ზოგადად, მედიცინაში და მეცნიერებაში მნიშვნელოვანი არის, რომ უნდა იყოს აუცილებლად მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ეს ყველაფერი. ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, შესაბამისად, მე ამის შესახებ მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ... საჭირო არის მეცნიერული კვლევა, თუ ჩვენ ამ კვლევას ჩავატარებთ, შესაბამისად შეგვეძლება მერე გაგცეთ ამაზე პასუხი.

17 აპრილს საქარველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - ზიარების კოვზი არის თუ არა ვირუსის გადამტანი. საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მიუხედავად ამისა, ეკლესიები წირვა-ლოცვას ჩვეულ რეჟიმში ატარებენ, უცვლელი დარჩა ერთი კოვზით ზიარების წესიც. საპატრიარქო საქართველოს კანონს არ ემორჩილება და პასუხს არც ხელისუფლება სთხოვს. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ვირუსის ფართოდ გავრცელება საეკლესიო დღესასწაულებიდან დაახლოებით 2 კვირაშია მოსალოდნელი.

კომენტარები