კორონავირუსი და ეკლესია

წულუკიანი აღდგომაზე: თუ ყურადღებას მოვაკლებთ, ოქროს შუალედი გაუგებარი შუალედი გახდება

ეს არის ოქროს შუალედი, მაგრამ ისეთი ოქროს შუალედია, რომ თუ რომელიმე წუთს ყურადღებას მოაკლებ, ოქრო აღარ იქნება და უბრალოდ, გაუგებარი შუალედი გახდება, რამაც შეიძლება კატასტროფამდე მიიყვანოს ქვეყანა. ამიტომ, ჩვენ, მთავრობა, სახელმწიფო სტრუქტურები და მეორეს მხრივ ეკლესია, უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედის ეთერში, კორონავირუსის შიდა გავრცელების ფონზე ეკლესიებში წირვა-ლოცვების გაგრძელებაზე. აღდგომის ღამეს ეკლესიებში წირვა მაინც აღევლინება. კომენდანტის საათის დასაცავად კი, მრევლი ეკლესიებში დილის ექვს საათამდე დარჩება. ამ შეთანხმებას მთავრობა ოქროს შუალედს უწოდებს.

კომენტარები