ლეონარდო დიკაპრიო და რობერტ დე ნირო

ლეონარდო დიკაპრიომ და რობერტ დე ნირომ მაყურებლებს მარტინ სკორსეზეს ფილმში როლი შესთავაზეს

Entertainment Weekly

ბიზნესმენმა მაიკლ რუბინმა საქველმოქმედო აქცია All In Challenge წამოიწყო, რომელიც შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის პროდუქტების მიწოდებას ემსახურება. აქციაში ამერიკელი მსახიობები ლეონარდო დიკაპრიო და რობერტ დე ნირო ჩაერთვნენ. ვარსკვლავებმა ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც თაყვანისმცემლებს მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმში ეპიზოდური როლის შესრულება შესთავაზეს.

მონაწილეობისთვის საჭიროა ნებისმიერი ოდენობის შემოწირულობა, გამარჯვებული მონაწილე მომავალ სურათში ეპიზოდურ როლს მიიღებს, დღეს გადასაღებ მოედანზე გაატარებს და პრემიერას დაესწრება. 

სკორსეზეს მომავალი ფილმის Killers of the Flower Moon მოქმედება გასული საუკუნის 20-იანი წლების ოკლაჰომაში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში იდუმალი მკვლელობების სერიაა, რომელსაც ახლადჩამოყალიბებული ფედერალურ გამოძიებათა ბიურო (FBI) იძიებს. 

კომენტარები