კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: დადგება მომენტი, ქვეყანას ექიმი არ ეყოლება, ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი

ამ ვირუსის შესახებ არც მე ვიცი ბოლომდე და არც რომელიმე წამყვანმა ინფექციონისტმა. ვიცით ის, რომ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ ფიზიკური დისტანცია, რომ დროში გაიჭიმოს ეს ყველაფერი, არ დავსნებოვნდეთ და არ წამოგვივიდეს ის გართულებები, რაც დღეს მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაშია. 

ამ ეტაპამდე დაიჭირა ჩვენმა ქვეყანამ, მაგრამ, ალბათ, თუ ასე გავაგრძელებთ "ღლიცინს", რასაც ჩვენი ქვეყანის მოსახლეობის უმეტესობა, სამწუხაროდ, აკეთებს, ამას ქართველი ექიმები ნამდვილად ვერ ავუვალთ. დადგება მომენტი, რომ ექიმი ქვეყანას არ ეყოლება. იმიტომ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი და შესაძლებლობა და ყველას ვთხოვ და მოვთხოვ, ეს იქნება ერი თუ ბერი, რომ ფიზიკური დისტანცია დავიჭიროთ ერთმანეთთან.  

თქვა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 74 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები