ეს არის კატასტროფული გზავნილი რაც ახლა ჩვენ გვესმის ამხელა დღესასწაულების წინ, რომ ეს ხალხი ამ წესებს რომ იღებდა, არ გულისხმობდა იმას, რომ შეუძლიათ ყველა მოქალაქეზე თანასწორად გაავრცელონ და მე აქ რეპრესიებს კი არ ვგულისხმობ მაინც და მაინც ფიზიკურს, სიგნალი ჰქონდათ თავიდანვე პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას გაგახსენებთ - საგანგებო მდგომარეობა რომ მივიღეთ ჩვენ მაშინვე აღვნიშნეთ, რომ ეს არის კატასტროფული სიგნალი, რომ მიიღე შეზღუდვები და იქვე იძახი, ამაზე არ ვრცელდებაო. მერე იყო პრემიერმინისტრის განცხადება კომპრომისს ვეძებთო - რა კონპრომისზეა ლაპარაკი, ან არის ეს წესები ან არა. რა, პანდემიასთან კომპრომისი არსებობს? მოელაპარაკები ვირუსს თუ რაზეა ლაპარაკი? როცა ასეთ სიგნალებს აგზავნი, ამით ახალისებ იმათ, ვისაც არ სურს რომ კანონს დაემორჩილოს.
კორონავირუსი
ბოკერია გახარიაზე: პანდემიასთან კომპრომისი არსებობს? მოელაპარაკები ვირუსს თუ რაზეა საუბარი?
tbl.ge/4n73
დაკოპირდა

14 აპრილს ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა. საგანგებო მდგომარეობის პარალელურად, საპატრიარქო საქართველოს კანონს არ ემორჩილება - ეკლესიებში წირვა-ლოცვა ჩვეულ რეჟიმში ტარდება, უცვლელია ერთი კოვზით ზიარების წესი. მათ პასუხს არც ხელისუფლება სთხოვს. პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ 14 აპრილს განაცხადა, რომ ეკლესიათან "ოქროს ბალანსს" ეძებს.
ამავე თემაზე
- გერმანიაში მცხოვრებმა 62 წლის მამაკაცმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 217-ჯერ გაიკეთა
- WHO: ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები COVID-19-ის გავრცელების რეალურ შედეგებს არ ასახავს
- ნილ იანგი Spotify-ის კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო უპირისპირდება
- ჰონგ კონგში, ზოომაღაზიაში კორონავირუსის გავრცელების გამო 2000-მდე ზაზუნას დააძინებენ
- Pfizer-ის CEO: ვირუსი წლების განმავლობაში დარჩება, თუმცა შეზღუდვების დაწესებას აღარ გამოიწვევს