დიეგო ლუნა

დიეგო ლუნა: თვითიზოლაციაში "ჩერნობილის" ნახვა ცუდი იდეა იყო

Variety

მექსიკელმა მსახიობმა დიეგო ლუნამ ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში HBO-ს მინი-სერიალის - ჩერნობილის შესახებ ისაუბრა.

"თვითიზოლაციის პირველ დღეებში ლონდონში ვიყავი და სახლში დროის გასაყვანად "ჩერნობილის" ყურება დავიწყე, ვაღიარებ, ძალიან ცუდი იდეა იყო. რიგი ქვეყნების ხელისუფლების ქმედებები კორონავირუსის პანდემიის დროს ძალიან ჰგავს სერიალში ნაჩვენები საბჭოთა ხელისუფლების ქმედებებს. შოუს პირველ სერიებში პოლიტიკოსები ანალოგიურად უარყოფენ საშიშროებას და ისე იქცევიან, თითქოს ყველაფერს აკონტროლებენ," ამბობს ნარკოსის ვარსკვლავი.

მსახიობმა ჩერნობილს ბოლომდე ვერ გაუძლო და რამდენიმე სერიის შემდეგ იუმორისტულ შოუზე Flight of the Conchords: Live in London გადაერთო.

 

კომენტარები