ახალი კორონავირუსი საქართველოში

Edison Research: 97%-ის აზრით, ხელისუფლებამ ეკონომიკის ხელშეწყობისთვის გადასახადები უნდა შეამციროს

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 97% მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეკონომიკას ხელი უნდა შეუწყოს გადასახადების შემცირებით.

გარდა ამისა:

96% -ის აზრით, საქართველოს მთავრობამ უნდა გადაავადოს გადასახადების გადახდა კორონავირუსის პანდემიის დასრულებამდე;

94% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ პანდემიის დროს პენსიონერებს დახმარება უნდა გაუზარდოს.

Edison Research-ს კვლევა ტელეკომპანია ფორმულამ დაუკვეთა.

კომენდანტის საათის დანიშვნამდე და დანიშვნის შემდგომ პერიოდში მკვლევრებმა ტელეფონით 1000 რესპოდენტი გამოჰკითხეს.

21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, 31 მარტიდან კი ე.წ კომენდანტის საათი და მკაცრი საკარანტირე პირობები ამოქმედდა. მიზეზი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

დაკეტილია რესტორნები და სასტუმროები, მაღაზიები და სხვა სავაჭრო ობიექტები, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. დახურულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რკინიგზა. რამდენიმე რეგიონი ჩაკეტილია.

კომენტარები