ახალი კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა, სულ 257 შემთხვევა

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 5-ით გაიზარდა.

ამ დროისათვის, ქვეყანაში კორონავირუსის 257 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 3 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფრომაცია ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

12 აპრილის საღამოს მონაცემებით, საქართველოში COVID 19-ისგან ჯამში 67 პირი განიკურნა.

საკარანტინო რეჟიმში 4 872 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 453.

კომენტარები