კორონავირუსი იტალიაში

იტალიაში კარანტინი 3 მაისამდე ხანგრძლივდება, იხსნება ზოგი მაღაზია

ჯუზეპე კონტე
Getty Images

იტალიის პრემიერმინისტრის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით, საყოველთაო კარანტინი ქვეყანაში სამ მაისამდე გახანგრძლივდება.

საყოველთაო კარანტინი იტალიაში 9 მარტს გამოცხადდა 13 აპრილამდე იყო ძალაში.

კარანტინის გახანგრძლივების მიუხედავად, 14 აპრილიდან გაიხსნება წიგნების, ბავშვების ტანსაცმლისა და საკანცელარიო მაღაზიები. ქარხნები კვლავ ვერ შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში ახალი კორონავირუსის 147 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 19 ათასამდე პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 30 ათასზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.

დაინფიცირებისა და სიკვდილიანობის ზრდის მაჩვენებელმა იტალიაში პიკს მარტის ბოლო დღეებში მიაღწია და მას შემდეგ კლების ტენდენცია აქვს.

კომენტარები