ახალი კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ვირუსული ინფექციით 218 ადამიანი დაავადდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.  

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

9 აპრილის საღამოს მონაცემებით, საკარანტინო სივრცეში 4 722 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 408.

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა მოქმედებს. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი იყო - მარნეული და ბოლნისი.

კომენტარები