ოპრა უინფრიმ კორონავირუსის ზიანის შესამცირებლად 10 მილიონი დოლარი გამოყო

TIME

ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ოპრა უინფრიმ ახალი კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ზიანის შესამცირებლად 10 მილიონი დოლარი გამოყო.

ოპრა უინფრიმ ამის შესახებ საკუთარ ინსტაგრამზე დაწერა და თქვა, რომ მას მიმდინარე კრიზისში ამერიკელების დახმარების სურვილი აქვს.

გამოყოფილი 10 მილიონი დოლარიდან, 1 მილიონი დოლარი "America's Food Fund"-ს გადაერიცხება, რომლებიც ამერიკაში მცხოვრებ გაჭირვებულ ადამიანებს საჭირო პროდუქტებითა და საკვებით მოამარაგებენ.

"მე მონუსხული ვარ ამ ორგანიზაციების საქმიანობით და რადგან ახლა ყველა ადამიანის პრიორიტეტი სახლში უსაფრთხოდ დარჩენაა, ვიცი, რომ ბევრ ადამიანს ჭირდება დახმარება. მე მთლიანობაში 10 მილიონ დოლარს გამოვყოფ, რათა დავეხმარო ამერიკელებს ყველა შტატიდან და იმ ადგილებიდან, სადაც მე გავიზარდე", - წერს ოპრა უინფრი.

8 აპრილის მონაცემებით, ამერიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 402,000 შემთხვევაზე მეტი არის დადასტურებული. აქედან, გამოჯანმრთელებულია 21,804 ადამიანი და გარდაცვლილია - 12,914.

კომენტარები