ჯოან როულინგი

ჯოან როულინგი: ორი კვირა COVID-19-ის სიმპტომები მქონდა, ახლა სრულად გამოვჯანმრთელდი

Getty Images

ჯოან როულინგის თქმით, მას ორი კვირის განმავლობაში Covid-19-ის ყველა სიმპტომი ჰქონდა, თუმცა ახლა სრულად გამოჯანმრთელებულია.

ჰარი პოტერის ავტორმა, ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა. მისივე თქმით, მას ტესტირება არ გაუკეთებია და ექიმის რეკომენდაციები გაითვალისწინა, რომლის ვიდეოც პოსტს დაურთო.

"გთხოვთ, უყურეთ ექიმს Queens Hospital-იდან, რომელიც ხსნის, როგორ უნდა შეიმსუბუქოთ სუნთქვასთან დაკავშირებული სიმპტომები. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში Covid-19-ის ყველა სიმპტომი მქონდა (ტესტირება არ ჩამიტარებია) და ეს გავაკეთე პროფესიით ექიმი ქმრის რჩევით. ახლა სრულად გამოჯანმრთელებული ვარ და ეს მეთოდი ძალიან დამეხმარა", - დაწერა როულინგმა.

ჯოან როულინგმა ტვიტერზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მადლობა გადაუხადა თავის გამომწერებს, რომლებმაც მას ჯანმრთელობა უსურვეს.

"მადლობა თქვენი კეთილი მესიჯებისთვის! მე სრულად გამოვჯანმრთელდი და მსურდა, რომ გამეზიარებინა მეთოდი, რომელიც რეკომენდირებულია ექიმების მიერ, არაფერი ღირს, არ აქვს გვერდითი მოვლენები და შეუძლია დაგეხმაროთ თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს, ისევე, როგორც მე დამეხმარა", - დაწერა როულინგმა.

კომენტარები