ცნობილი ადამიანები

სოფი ტერნერი: ვერ ვხვდები, ხალხი რატომ იტანჯება სოციალური დისტანცირებით

Getty Images

სოფი ტერნერმა კონან ო'ბრაიანთან ინტერვიუში ახალი კორონავირუსის პანდემიაზე ისაუბრა და მოყვა, როგორ ატარებენ ის და ჯო ჯონასი დროს კარანტინში.

მისი თქმით, ის ინტროვერტია, ამიტომ სახლში დროის გატარება პრობლემას არ წარმოადგენს.

"მე ინტროვერტი, სახლის ადამიანი ვარ. მთელი დღით სახლში დარჩენა ჩემთვის იდეალურია. სახლიდან დღეში ერთხელ, ძაღლების გასასეირნებლად გავდივარ. ვხედავ, რომ ხალხისთვის ეს რთულია, თუმცა, ვერ ვხვდები რატომ იტანჯებიან ისინი სოციალური დისტანცირებით. მხოლოდ სახლში დარჩენა და საღამოს დათრობა გევალებათ, კარგით?", - თქვა მსახიობმა.

სოფი ტერნერის თქმით, ჯო ჯონასი მასზე სოციალური ადამიანია, ამიტომ მისთვის სახლში გაჩერება უფრო რთულია.

"ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ მუშაობს, რადგან ჯო სოციალური პეპელაა, ამიტომ ძნელია მისი ჩაკეტვა. ეს მისთვის ციხესავით არის, თუმცა ჩემთვის იდეალურია.

მე მას ალკოჰოლურ სასმელებს ვაძლევ. ტეკილას ვასმევ. ის მწერს ხოლმე და მეკითხება - "რომელი საათია ახლა?", მე სამზარეულოდან ვპასუხობ, რომ დალევის დროა და მასთან ტეკილა მიმაქვს", - თქვა მსახიობმა.

კომენტარები