Drake

დრეიკის ახალი კლიპი კარანტინის თემატიკას ეხმიანება

Pitchfork

კანადელმა ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა Drake ახალი სიმღერა Toosie Slide გამოუშვა. მუსიკალური ვიდეო კორონავირუსით გამოწვეული კარანტინის თემატიკას ეხმიანება. ვიდეოში მომღერალი სრულიად მარტო გადაადგილდება ცარიელ შენობაში, სახეს პირბადე უფარავს, ხოლო ხელებს - ხელთათმანები.

Drake მუსიკალურ სცენაზე 2001 წელს გამოჩნდა. კარიერის განმავლობაში ჩაწერილი აქვს 5 ალბომი, არის ოთხი გრემის მფლობელი.

კომენტარები