ტიკარაძე: რამდენიმე დღეში გავიგებთ კორეიდან როდის, რა ოდენობის სწრაფი ტესტი შეიძლება მივიღოთ

ის ტესტები, რომლებსაც ასე ელოდება მოსახლეობა, ამასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. ეს არის ანტისხეულებზე და ანტიგენზე დამყარებული სწრაფი, მარტივი ტესტები და მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ კორეას აქვს სწრაფი, მარტივი, ანტიგენზე დამყარებული ტესტი, რომელიც ჩვენ ვთვლით, რომ არის მნიშვნელოვანი რომ ქვეყანაში იყოს. ამაზე სამთავრებო მოლაპარაკება მიმდინარეობს და სულ რამდენიმე დღეში გვექნება უკვე კონკრეტული პასუხი იმ თარიღზე როდის და რა რაოდენობის ტესტი შეიძლება მიიღოს საქართველომ კორეისგან. ვინაიდან, დღესდღეობით, 73 ქვეყანაა რიგში და იქედან გამომდინარე, რომ საქართველო მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანაა, შეიძლება, ჩვენ მოგვეცეს იმის საშუალება, რომ გარკვეული რაოდენობა ტესტი, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, წინსწრებით, უფრო ადრე მივიღოთ.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 1-ელ აპრილს მოამბის ეთერში განაცხადა.

კომენტარები