კვენტინ ტარანტინო

კვენტინ ტარანტინომ შესაძლოა "ერთხელ ჰოლივუდშის" მიხედვით წიგნი დაწეროს

Okayplayer

ამერიკელმა რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ ფილმის Once Upon A Time In Hollywood მიხედვით შესაძლოა წიგნი დაწეროს. ამის შესახებ რეჟისორმა უკანასკნელ პოდკასტში ისაუბრა. წამყვანის კითხვას უფიქრია თუ არა მწერლობაზე ტარანტინომ ასე უპასუხა:

"მსგავს რამეზე ადრე დიდად არ მიფიქრია, მაგრამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მიჩნდება სურვილი რომ ფილმის მიხედვით წიგნი დავწერო. შესაძლოა ერთხელ ჰოლივუდში ეკრანიდან ფურცელზე გადავიტანო."

ერთხელ ჰოლივუდში ტარანტინოს უკანასკნელი ფილმია. სურათის პრემიერა 2019 წელს კანის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. დრამამ კრიტიკოსთა დადებითი გამოხმაურება და არაერთი პრესტიჟული ჯილდო და ნომინაცია მიიღო.

კომენტარები