კორონავირუსი

ინდოეთში COVID-19-სგან ცოლ-ქმარი, 93 წლის კაცი და 88 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

GETTY IMAGES

ინდოეთში, კერალას შტატში, კორონავირუსისგან ცოლ-ქმარი, 93 წლის კაცი და 88 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

93 წლის კაცი ინდოეთში ყველაზე ასაკოვანია, რომელმაც კორონავირუსის დამარცხება შეძლო. 

ექიმის ინფორმაციით, ცოლ-ქმარს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, 93 წლის კაცს - ჰიპერტენზია და დიაბეტი. ექიმის თქმითვე, კაცი 24 საათის განმავლობაში სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული, შემდეგ კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. 

ცოლ-ქმარს კორონავირუსი 3 კვირის წინ დაუდასტურდა. ექიმის ცნობით, ისინი საავადმყოფოს უახლოეს მომავალში დატოვებენ.

წყვილს კორონავირუსი ქალიშვილისგან და სიძისგან გადაედო, რომლებიც ინდოეთში იტალიიდან დაბრუნდნენ. 

ინდოეთში COVID-19-ით ინფიცირების 1 590 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 148 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით ქვეყანაში 45 პირი გარდაიცვალა - 10 ბოლო 24 საათის განმავლობაში. 

ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი 24 მარტს გამოცხადდა. პრემიერმინისტრის თქმით, ის ინდოეთის სრულ ტერიტორიას მოიცავს და მინიმუმ 21 დღე იმოქმედებს.

კომენტარები