სელენა გომესმა საავადმყოფოს სასუნთქი აპარატების და პირბადეების შესაძენი თანხა აჩუქა

სელენა გომესმა ლოს-ანჯელესის საავადმყოფოს, Cedars-Sinai-ს, ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის სასუნთქი აპარატებისა და პირბადეების შესახენად თანხა შესწირა.

მომღერალს არ დაუკონკრეტებია რა ოდენობის თანხა აჩუქა საავადმყოფოს.

"მადლობას ვუხდი სამედიცინო სფეროს თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც საკუთარ ჯანმართელობას სხვებზე ზრუნვის გამო საფრთხის ქვეშ აგდებენ. მე ფულს შევწირავ CedarsSinai-ს საავადმყოფოს, რადგან მათ აღარ ყოფნით პირბადეები და სასუნთქი აპარატები. მათ მე ძალიან კარგად მომიარეს წარსულში, ახლა ჩემი ჯერია", - დაწერა მან ტვიტერზე.

სავარაუდოდ, ბოლო წინადადებაში სელენა გომესი თირკმლის გადანერგვის ოპერაციას გულისხმობს, რომელიც მას 2017 წლის სექტემბერში ჩაუტარდა. 

მომღერალს ტვიტერზე უპასუხა საავადმყოფომაც და მას მადლობა გადაუხადა შემოწირულობისთვის.

კომენტარები