კორონავირუსი

იტალიაში COVID-19-ით, სულ მცირე, 66 ექიმი გარდაიცვალა

The National Interest

იტალიაში კორონავირუსით, სულ მცირე, 66 ექიმი გარდაიცვალა.  

გუშინ, 31 მარტს, იტალიაში COVID-19-ით 5 ექიმი დაიღუპა. ინფორმაცია იტალიის ექიმთა ფედერაციამ გაავრცელა.  

"ექიმების უმეტესობა მოულოდნელად იღუპება, ისე, რომ მათი გარდაცვალება კორონავირუსთან არ არის დაკავშირებული, რადგან მათ ტესტი არ ჩატარებიათ", - ამბობენ ორგანიზაციაში.

ქვეყანაში კორონავირუსით 8 956 ჯანდაცვის სფეროს მუშაკი დაინფიცირდა.  

რამდენიმე დღის წინ იტალიელმა ექიმებმა მიმართვა გაავრცელეს, სადაც მსოფლიოს ექიმებს მოუწოდებდნენ, დარწმუნდნენ, რომ კორონავირუსისგან თავის დასაცავად საკმარისი სამედიცინო აღჭურვილობა აქვთ. 

იტალიაში, ბოლო მონაცემებით, COVID-19-ით 105 792 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 15 729 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 12 428 პირი. 

ქვეყანა 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. შეზღუდვები, მინიმუმ, 12 აპრილამდე გახანგრძლივდა. 

იტალიაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 8%-ია. ეს გაცილებით მაღალი მონაცემია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი.

31 მარტის მონაცემებით, იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 105,792-ია. დაიღუპა 12,428 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 15,729.

კომენტარები