2020 წელს გარდაცვლილები

ამერიკელი მუსიკოსი ალან მერილი კორონავირუსით გარდაიცვალა

NU

ამერიკელი კომპოზიტორი და მომღერალი, ბენდის Arrows სოლისტი ალან მერილი კორონავირუსით გარდაიცვალა. მერილი 69 წლის იყო. 

1974 წელს მერილმა ჯგუფი Arrows დაარსა. მის მიერ დაწერილი კომპოზიცია I Love Rock n' Roll ბენდის სავიზიტო ბარათი გახდა. სიმღერის ქავერ ვერსია წლების განმავლობაში არაერთმა შემსრულებელმა, მათ შორის ჯოან ჯეტმა და ბრიტნი სპირსმა ჩაწერა.

30 მარტის მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 143,101 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გამოჯანმრთელდა 4,865 და გარდაიცვალა 2,518 ადამიანი. 

კომენტარები