Drive-In კინოთეატრი

ამერიკაში Drive-In კინოთეატრები კორონავირუსის გამო კვლავ პოპულარულია

Considerable

ერთი კვირის წინ ახალი კორონავირუსის გამო აშშ-ში თითქმის ყველა კინოთეატრი დაიხურა. კინოსტუდიებმა ახალი პროდუქციის კინოგაქირავებაში ჩაშვება შეწყვიტეს.  

Deadline-ის მონაცემებით ეპიდემიის პირობებში კინოინდუსტრიის სტაბილურად მომუშავე მიმართულება Drive-In კინოთეატრებია. სტანდარტული დარბაზებისგან განსხვავებით Drive-in კინოთეატრებში სეანსები ღია ცის ქვეშ იმართება, მაყურებლები ფილმებს საკუთარი ავტომობილებიდან ნახულობენ. აქედან გამომდინარე ავტოკინოთეატრები სოციალური დისტანცირების დაცვისა და დიდ ეკრანზე ფილმის ყურების ერთადერთი საშუალებაა.

ამ დროისთვის ამერიკის ტერიტორიაზე 305 რეგისტრირებული Drive-In კინოთეატრია. კინოს მოწყურებული მაყურებელი, როგორც კლასიკური ნაწარმოებების, ასევე შედარებით ახალი ფილმების სანახავად ავტოკინოთეატრებში აქტიურად დადის. დიდი პოპულარობით სარგებლობს Pixar-ის უკანასკნელი ანიმაცია Onward.

კომენტარები