ცხენის ხორცი

სეს: დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ ობიექტზე ცხენის ხორცი იყიდებოდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ეგრეთ წოდებულ გვირაბში 64 კილოგრამი გაურკვეველი წარმომავლობის ცხენის გასაყიდი ხორცი აღმოაჩინეს. 

ხორცი სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება, სავაჭრო ობიექტს კი საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სააგენტოს ინფორმაციითვე, ობიექტზე არასათანადოდ ხორციელდებოდა რეცხვა-დეზინფიცირება და არ იყო დაცული ჰიგიენური ნორმები.

"დღეს, როცა სურსათზე მოთხოვნა განსაკუთრებით არის გაზრდილი, სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები: შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და ვადები,“ - თქვა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

კომენტარები