Balenciaga და Saint Laurent

Balenciaga და Saint Laurent სახის ნიღბებს გამოუშვებენ

ტაბულა

ფრანგული მაღალი მოდის წარმომადგენელი ბრენდები Balenciaga და Saint Laurent ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო სახის ნიღბებს გამოუშვებენ. 

კომპანიის Kering ინფორმაციით - ბრენდებმა Balenciaga და Saint Laurent ნიღბების გასაკეთებლად აღჭურვილობა და მატერია, რომელიც შემოწმებას გადის, უკვე შეიძინეს და ნიღბების გამოსაშვებად მხოლოდ ოფიციალურ ნებართვას ელოდებიან.

ფირმამ Kering, რომელსაც ეკუთვნის Gucci, ასევე აღნიშნა, რომ ის საფრანგეთისთვის 3 მილიონ სახის ნიღაბს ჩინეთის ბაზარზე შეიძენს, ხოლო Gucci იტალიისთვის შეკერავს და უსასყიდლოდ გასცემს 1.1 მილიონ ნიღაბს და 55 000 სამედიცინო კოსტუმს. 

კომენტარები