კორონავირუსი

გამყრელიძე: ჩემი შვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გადის დასკვნით კვლევებს

რუსთავი 2

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მისი შვილის, ნიკოლოზ გამყრელძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის დასკვნით კვლევებს გადის. 

"სერიოზული გართულება არ გვქონია ამ ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა გარკვეული სიმპტომები. ახლა, ის გადის დასკვნით კვლევებს და იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეს დასკვნითი კვლევები, შემდგომ გამოჩნდება უკვე რომელ ეტაპზე, დაკვირვების, თუ მონიტორინგის გადავა", - თქვა ამირან გამყრელიძემ რუსთავი ორთან ინტერვიუში. 

ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 5 მარტს დაუდგინდა. მას ინფექცია იტალიაში მყოფი თანამშრომლისგან გადაედო. 

"დარწმუნებული ვარ, თუ ვიქნებით მეტად სოლიდარულები და ყველა გავითავისებთ მეტად ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ძალიან მალე დავძლევთ ჩვენს ქვეყანაში ამ გამოწვევას", - ეწერა ნიკოლოზ გამყრელიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოში კორონავირუსით 49 ადამიანია ინფიცირებული. მათგან 1 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები