ზიარების წესი

დეკანოზი ჯაღმაიძე: საკვირაო ლოცვა ჩვეულებრივ ჩატარდება, მრევლს ავუხსნით დისტანცია დაიცვან

ზიარების წესთან დაკავშირებით არ არის მოსალოდნელი ახალი მსჯელობა. ჩვენ როდესაც ვისმენთ დაავადების გავრცელების სხვადასხვა გარემოებებს, ჩვენ იქ გვაქვს ძალიან ბევრი კომპონენტი, რომელიც გასათვალისწინებელია. მაინცდამაინც ზიარების წესზე ყურადღების გამახვილება არ არის სწორი.

[22 მარტს] საკვირაო ლოცვა ჩვეულებრივ ჩატარდება ამ რეკომენდაციის გათვალისწინებით, რომ დაიცვან დისტანცია. ვიზრუნებთ მრევლს ავუხსნათ, რომ დისტანცია დაიცვან.

სრულიად ალოგიკური არის, რომ 20 კვადრატულ მეტრშიც და 2000 კვადრატულ მეტრშიც ადამიანების ერთი და იგივე რაოდენობაზე იყოს საუბარი. მიზანი არის რომ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომლებიც მივიღეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან.

თქვა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან.

კომენტარები