კორონავირუსი საქართველოში

მეუფე ნიკოლოზი: მსახურებას გავახმოვანებთ, იქნება ტაძრების განიავების საშუალება

მეუფე ნიკოლოზის თქმით, კორონავირუსის მიუხედავად, სინოდი ზიარების წესს არ ცვლის, გაგრძელდება წირვებიც, ტაძრებს კი რეკომენდაცია ეძლევათ, ღვთისმსახურება გაახმოვანონ, რომ „სიმჭიდროვე არ იყოს“ და ადამიანებს მისი მოსმენა ტაძრის ეზოშიც შეეძლოთ.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა სინოდის გადაწყვეტილებების შესახებ  ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ჩვენ გავახმოვანებთ მსახურებას, იქნება განიავების საშუალება, თუმცაღა ტაძარს მაინცდამაინც არ ჭირდება განიავება, რადგან დიდი სივრცეა ტაძარში“, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

იტროპოლიტი ამბობს, რომ აღდგომის დღესასწაული "არაჩვეულებრივად ჩატარდება" და ადამიანებს არჩევანი ექნებათ, წირვას "სუფთა ჰაერზე" მოუსმინონ.

მისივე თქმით, ტაძრების დეზინფექცია აქამდეც მოხდა და ამას ხშირი ხასიათი უნდა ქონდეს.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირების 44 შემთხვევაა გამოვლენილი. კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ზომებია მიღებული, მათ შორის დაკეტილია სავაჭრო ობიექტები, სასწავლო დაწესებულებები, შეზღუდულია ან აკრძალულია მიმოსვლა და ავიაფრენები. დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, მთავარი რეკომენდაციაა აქაც სოციალური დისტანციის დაცვა და თავშეყრებისგან თავის არიდებაა.

დღეს, 20 მარტს, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდის ოქმი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

კომენტარები