ცნობილი ადამიანები

მორგან ფრიმანი: ვიცი, გაინტერესებთ როგორ ვარ - თავს კარგად ვგრძნობ და რჩევებს ვუსმენ

მორგან ფრიმანმა პოსტს თავისი სელფიც დაურთო.

მორგან ფრიმანი საკუთარი ფეიბუქ გვერდის საშუალებით კორონავირუსის პანდემიას გამოეხმაურა და დაწერა, რომ ის თავს კარგ გრძნობს.

მას შემდეგ რაც კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, ინტერნეტ სივრცეში ადამიანებმა 82 წლის მსახიობის მდგომარეობის შესახებ კითხვები დასმა დაიწყეს.

"მითხრეს, რომ გაინტერესებთ თავს როგორ ვგრძნობ - კარგად ვარ და CDC-სა და WHO-ს რჩევებს ვუსმენ, რომ დავრჩეთ სახლში და ერთმანეთთან კომუნიკაცია მობილურებით გვქონდეს.

დიახ, არსებობს რეალური შიში უცნობი რაღაცის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ერთმანეთის დახმარებაში. არ აყვეთ პანიკას. მოუსმინეთ სამედიცინო რჩევებს. იყავით კეთილები ერთმანეთის მიმართ. და გახსოვდეთ, ჩვენ ყველა ერთად ვართ ამაში", - დაწერა მორგან ფრიმანმა.

20 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 246 020 შემთხვევა არის დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 88 483 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა - 10 049.

კომენტარები