კორონავირუსი

პუტინის ღონისძიებებში ჩართულ კრემლის თანამშრომლებს კორონავირუსზე ამოწმებენ

პესკოვი და პუტინი

რუსეთში განაცხადეს, რომ კრემლში მომუშავე ყველა პირს, ვინც პუტინის ღონისძიებების განრიგში იყო ჩართული, ახალ კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება უტარდებოდათ.

"ყველაფერი, რაც პრეზიდენტის ვირუსისგან და სხვა დაავადებებისგან დასაცავადაა საჭირო, განუწყვეტლივ კეთდება," - განაცხადა კრემლის სპიუკერმა დმიტრი პესკოვმა. 

პესკოვმა ისიც თქვა, რომ კრემლის სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან ერთად, თავადაც გაიკეთა კორონავირუსის ტესტი.

18 მარტს პუტინი ანექსირებულ ყირიმის ეწვია. გამგზავრებამდე ყირიმში მისი თანმხლები ჟურნალისტები ახალ ვირუსზე შეამოწმეს.

კრემლმა ჟურნალისტები უკვე გააფრთხილა, რომ თუ თავს შეუძლოდ გრძნობდნენ, შორს დამდგარიყვნენ.

რუსეთის მონაცემებით, 145-მილიონიან ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 147 შემთვევაა გამოვლენილი. რუსეთში მთავრობით გადაწყვეტილებით, დროებით, ქვეყნა უცხოელისთვის საზღვარი ჩაკეტილია. 

16 მარტს პროფკავშირის "ექიმების ალიანსი" აქტივისტმა და ექიმმა ანასტასია ვასილევამ განაცხადა, რომ რუსეთში ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნურად შეამციროს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი და სიმპტომების მქონე პირებს პნევმონიის მქონე პაციენტებად ნიღბავს. 

აქტივისტის ინფორმაციით, კერძოდ მუხინის სახელობის საავადმყოფოში უკვე 240 ასეთი სტაციონარი მოამზადეს. 

კომენტარები