კორონავირუსი

იმნაძე: დაკვირვება ბევრ ადამიანზე მიმდინარეობს, ყოველდღიურად შეიძლება მოიმატოს

დდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, დაკვირვება "ბევრ ადამიანზე" მიმდინარეობს.

"ამ რიცხვმა ყოველდღიურად შეიძლება მოიმატოს, რადგან ყველგან დგინდება ახლო კონტაქტები. ახლო კონტაქტი არის 15 წუთი და მეტი ერთ მეტრ და ნაკლებ დისტანციაზე კონტაქტი" - თქვა იმნაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1261 ადამიანი.

კომენტარები