წიგნები ეპიდემიაზე

ხუთი წიგნი ეპიდემიაზე

Firstpost

ახალი კორონავირუსის გამო არაერთ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას სახლში დარჩენისა და თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს.

წარმოგიდგენთ ხუთ წიგნს, რომელშიც რეალურად არსებული ან ავტორიის მიერ გამოგონილი ეპიდემიაა აღწერილი.

ემილი სეინთ ჯონ მენდელი - Station Eleven

მრავალი გამოცემის აზრით უკანასკნელი დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნის მოქმედება პოსტაპოკალიპტიკურ სამყაროში ვითარდება. კაცობრიობა გრიპმა მეტსახელად ჯორჯია გაანადგურა. მსახიობებისა და მუსიკოსების გაერთიანება "მოხეტიალე სიმფონია" ცივილიზაციის ნარჩენებში მოგზაურობს და გადარჩენილი მოსახლეობისთვის წარმოდგენებს მართავს.

ახლო მომავალში წიგნის მიხედვით გადაღებულ სერიალსაც ვიხილავთ, ეკრანიზაციის უფლება ტელეარხმა HBO მოიპოვა.


ფოტო: Fictionally
რენდი შილტსი - And The Band Played On

კვინტესენციური წიგნი 80-იანი წლების შიდსის კრიზისს ასახავს. ავტორი დეტალურად აღწერს ეპიდემიის პირველ წლებს და იმ მიზეზების ანალიზს ცდილობს, რომლებმაც ამერიკის საზოგადოება კატასტროფულ შედეგამდე მიიყვანა. რენდი შილტსი 1994 წელს შიდსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. წიგნის მიხედვით 1993 წელს გადაღებულ სატელევიზიო ფილმში მთავარ როლებს მეთიუ მოდაინი და იან მაკკელენი ასრულებენ.


ფოტო: Amazon
რიჩარდ პრესტონი - The Hot Zone

წიგნი რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი. თითოეულ თავში სხვადასხვა ვირუსების(ებოლა, მარბურგის ვირუსი, სუდანის ვირუსი და სხვა) წარმოქმნისა და გავრცელების ისტორიებია გადმოცემული. გახმაურებულ ბესტსელერს საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორი სტივენ კინგიც გამოეხმაურა:"ჩემს მიერ წაკითხულ წიგნებს შორის The Hot Zone ერთ-ერთი ყველაზე სულისშემძვრელი ნამუშევარია."


ფოტო: Amazon
ჯინა კოლატა - Flu

მეოცე საუკუნის დასაწყისში მომხდარი ესპანური გრიპის ეპიდემიის შესახებ დაწერილი წიგნი დეტექტიური ჟანრის საუკეთესო ტრადიციებშია გადაწყვეტილი. მთავარი გმირები ვირუსის წარმოქმნის თავდაპირველ მიზეზებს იკვლევენ. ავტორი New York Times-ის ჟურნალისტია, რომელმაც რომანის დაწერამდე ესპანურ გრიპზე დეტალური ისტორიული მოკვლევა ჩაატარა.


ფოტო: Amazon

მერი შელი - The Last Man

სწორედ ამ წიგნის გამო, მერი შელი აპოკალიპტიკური ჟანრის პიონერად ითვლება. რომანის მოქმედება 21-ე საუკუნეში ვითარდება, საშინელი ეპიდემიის შედეგად მთავარი გმირი ოჯახისა და ახლობლების გარეშე, სრულიად მარტო რჩება. რომანი ავტორის ემოციების პირდაპირი ანარეკლია, წიგნის დაწერამდე ცოტა ხნით ადრე შელიმ ორი ძვირფასი ადამიანი - მეუღლე პერსი შელი და საუკეთესო მეგობარი ჯორჯ ბაირონი დაკარგა. 


ფოტო: Amazon

 

კომენტარები