ჩვენ ვმართავთ პროცესს იმისთვის, რომ პიკი იყოს მართვადი. ეს დამოკიდებულია იმაზე, ჩვენი მართვის ხარისხი როგორი იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საერთოდ, ჩვენი მიზანი გახლავთ, რომ პიკში საერთოდ არ შევიდეთ და ეს ყველაფერი იყოს ცოტა პლატოს მაგვარი.
ეს ის პროცესია, როცა ყველას ერთად გვჭირდება მუშაობა. ჩვენ როც ვამბობთ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და თვითშეგნებას, ეს არ არის რაღაც მრავალფარდოვანი სიტყვები - ყველა ხომ ხვდებით, რომ გლობალურად სამყარო საერთოდ შეცვლილია, სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ადამიანის ჩვეულებრივი ქცევები იცვლება. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ტრანსფორმაცია ჩენს ქვეყანაში მოხდეს რაც შეიძლება ეტაპობრივად, რაც შეიძლება ეფექტურად და რაც შეიძლება, ნაკლები მსხვერპლის გაცემის შედეგად. და მსხვერპლს როდესაც ვამბობთ, არ ვგულისხმობთ მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას.
ყველას ხომ გვესმის, ამ ვირუსსაც გავუმკლავდებით, აქედანაც გამოვალთ, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ სწრაფად შევძლოთ დაკარგული პოზიციების აღდგენა, რომლის დაკარგვაც მოგვიწევს და ახლაც ვხედავთ, ეკონომიკური აქტივობა როგორ არის შესუსტებული.
ამიტომ ვცდილობთ დაბალანსებული ნაბიჯებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, თორემ მარტივია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, საერთოდ შუქის ჩაქრობა და ლოდინი, ეს ძალიან მარტივია, უბრალოდ, ამას რა ფასი ექნება? ეს ყველაფერი რომ დასრულდება, ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად სად იქნება, ამიტომ ვცდილობთ ეს ყველაფერი გავაკეთოთ ნაბიჯ-ნაბიჯ





